ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი: დიდმა ირანელმა ერმა საკუთარი თავი, თავისი ნება და იდენტობა თვალსაჩინოდ დაანახა მტრებს

“დიდმა ირანელმა ერმა საკუთარი თავი, თავისი ნება და იდენტობა თვალსაჩინოდ დაანახა მტრებს”,- ამის შესახებ ირანის უზენაესი სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ხამენეიმ 12 იანვარს გამართულ შეკრებასთან დაკავშირებით სამადლობელ გზავნილში განაცხადა.

მისივე თქმით, ირანელი ხალხი მტკიცე და ძლიერია, შეუძლია მტრის ცნობა და მუდამ ფხიზლად არის.

“სახელითა უზენაესისა ირანის დიდებულო ხალხო

დღეს დიდი საქმე აღასრულეთ და ისტორიული დღე შექმენით. ამ დიდებულმა შეკრებამ, რომელიც მტკიცე ნების გამოხატულებას წარმოადგენს, ჩაშალა გარე მტრების გეგმა, რომელიც შიდა დაქირავებული ძალების ხელით უნდა განხორციელებულიყო.
დიდმა ირანელმა ერმა საკუთარი თავი, თავისი ნება და იდენტობა თვალსაჩინოდ დაანახა მტრებს. ეს იყო გაფრთხილება ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის, რომ შეწყვიტონ ფარისევლობა და არ დაეყრდნონ მოღალატე დაქირავებულ ძალებს.
ირანელი ხალხი მტკიცე და ძლიერია, შეუძლია მტრის ცნობა და მუდამ ფხიზლად არის.
ღმერთმა აკურთხოს ყველა თქვენგანი”,- აღნიშნა სეიედ ალი ხამენეიმ.

ხამეინის განცხადებას ირანის საელჩო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები