გიული ალასანია პროკურატურის ბრალდებას ეხმაურება

 ექსპრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის დედა პროკურატურის ბრალდებას ეხმაურება. პროკურატურის განცხადების გამო, გიული ალასანია გაოგნებულია. ის აცხადებს, რომ მისი შვილი სამშობლოს ემსახურებოდა. რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას, ალასანიას განცხადებით, ის ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს.
„ეს არ იყო მხოლოდ 9 წელი. მისი საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში 1995 წლიდან იწყება. ეს იყო 18 წლიანი უძილო ღამეების შედეგი. არამარტო მისი, არამედ მთელი ოჯახის ძალიან დიდი თავდადება. რა თქმა უნდა, როცა ადამიანი რაღაცას აკეთებს, არ აკეთებს მადლობის მისაღებად, მაგრამ ახლა რაც ხდება,  არ მოველოდი. ჩემი შვილი საქართველოდან გასულია. მე ვეკონტაქტები, თუმცა ვეკითხები მხოლოდ იმას, რაც შეიძლება დედამ ჰკითხოს თავის შვილს, როგორ არის და ასე შემდეგ… ძალიან რთულია ჩემთვის ამაზე საუბარი“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები