საქართველოში ბოლო 24 საათში 36 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 36 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 612 319 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 513 164, გარდაიცვალა 16 199 პაციენტი.