საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულება განიხილეს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს სოფლებისთვის)” განიხილეს.
„საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს სოფლებისთვის)” ითვალისწინებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის მშენებლობას საქართველოს სოფლებში, მათ შორის მაღალმთიან დასახლებულ პუნქტებში. როგორც მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის მიერ გასული წლის აგვისტოში რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD).
ამჯერად ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) გაფორმებული ხელშეკრულებების მიზანია ინდივიდუალური პირებისა და საწარმოების მიერ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის გაზრდა და მისი გამოყენების ხელშეწყობა, რისთვისაც თითოეულმა მხარემ საქართველოს 34-34 მლნ. ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოუყო სესხის სახით. მომხსენებლის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში გასულ წელს უკვე მომზადდა სრულყოფილი სატენდერო დოკუმენტაცია, მიმდინარე წელს გამოცხადდება ტენდერები და მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება პროექტის განხორციელება, რომელიც 2025 წლამდე უნდა დასრულდეს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის მშენებლობა, რომელიც 1000-ზე მეტ სოფელს მისცემს მაღალხარისხიანი ინტერნეტ სერვისების მიღების საშუალებას.
პროექტით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურით სარგებელს მიიღებს დაახლოებით 500 000 ადამიანი. გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს სესხის პირობები და პროექტების შესრულების ვადები გააცნო. კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი განხილული შეთანხმების რატიფიცირების საკითხს.და მტკიცების ტვირთი; მოცემულია ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო, უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები, რომელიც განსაზღვრავს უსამართლო კომერციული საქმიანობის სახეებს; • ადგენს მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიებს; • დგინდება სანქციების დაწესების ორი საფეხური. მომხსენებლის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, შემუშავებული კანონპროექტი აერთიანებს ევროკავშირის 6 დირექტივასა და 1 რეგულაციას და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, არსებულ რთულ სიტუაციაში, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რთულია კონცენტრირება კონკრეტულ საკითხებზე, თუმცა, დღეს განხილული მნიშვნელოვანი საკითხი უკავშირდება ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. „ჩვენ უფლება არ გვაქვს, თუნდაც ამ რთულ სიტუაციაში, მცირედით მაინც მოვადუნოთ ჩვენი მისწრაფებები იმ საერთო დასავლური ღირებულებებისადმი, რომელიც ჩვენ გუნდს გააჩნია”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოს არჩეული აქვს ევროპული მიმართულება და განხილული კანონპროექტი სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს.
„ჩვენი ვალია ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მოთხოვნებს ვუპასუხოთ. დღეს განხილული საკითხი კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს ევროპულ სტანდარტებს და ევროპელი პარტნიორების მოთხოვნებს უკავშირდება”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.