გია ვოლსკი: მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ
“ეკონომიკურ სანქციებს რაც შეეხება, ეს იგივეა, გავაკეთოთ ის, რაც არ გვაქვს – ბორჯომი წავართვათ თუ Swift-ი გავუთიშოთ? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მადლობას იმსახურებს კერძო სექტორი და ის ადამიანები, რომლებმაც უკრაინელებს მხარი დაუჭირეს.
“რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, ეს იგივეა, გავაკეთოთ ის, რაც არ გვაქვს – ბორჯომი წავართვათ თუ Swift-ი გავუთიშოთ? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ. როცა ვამბობთ, დავაწესოთ სანქციები, ეს ბევრი ადამიანის სტრატეგიულ გეგმაში გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მიმართ დაწესდეს რუსეთის რაიმე ისეთი სტრატეგიული მიმართულება, რომელიც მინიმუმ ეკონომიკურ ზარალს მოგაყენებს, ენერგეტიკულზე აღარ ვლაპარაკობ და მაქსიმუმ – საქართველოს მიმართ აგრესიას მომართავს.
რაც შეეხება დახმარებას, პირველ ყოვლისა, მადლობა უნდა ვუთხრათ კერძო სექტორს და ადამიანებს, რომლებმაც პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, მხარი დაუჭირეს უკრაინელებს, ვინც აქ არიან, კიდევ ბევრი ჩამოვა. რესურსების მობილიზაცია გვმართებს. იცოდეთ, რომ 100 ტონა გაგზავნილი ტვირთი ერთხელ და მეორედ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს”, – განაცხადა ვოლსკიმ.