კუნძულ ზმეინიზე ტყვედ აყვანილი უკრაინელი ჯარისკაცები ცოცხლები არიან.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საზღვაო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
„მოხარული ვართ, რომ გავიგეთ, ჩვენი ძმები ცოცხლები არიან და მათთან ყველაფერი კარგადაა“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
როგორც საზღვაო ძალებში განაცხადეს, რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ, თითქოს, „დაივიწყა“, „დამარხა“ საკუთარი ჯარისკაცები.
უკრაინა რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკრაინის მოქალაქეები.