გიგლა აგულაშვილი: როგორი ფაქტობრივი შედეგებიც უნდა დადგეს ომის შედეგად, რუსეთმა უკვე წააგო

გიგლა აგულაშვილი რუსეთ-უკრაინის ომს ეხმიანება და სოციალურ ქსელში დაპირისპირების მეხუთე დღის შედეგებზე წერს.

“ომის მეხუთე დღის შედეგები:

1. უკრაინამ უკვე მოიგო საინფორმაციო ომი – არ წამოეგო რუსულ პროვოკაციებს (გაჩნდა ტერმინი “არაპროვოცირებული შეჭრა”. 2008 წელს დასავლეთი ოპერირებდა ტერმინით “არაპროპორციული შეჭრა”);
2. უკრაინამ შეძლო პირველი შეტევების მოგერიება და ჩაშალა ბლიცკრიგის გეგმა;
3. უკრაინა სამამულო ომშია და მორალური სიმტკიცის გასაოცარ მაგალითებს აჩვენებს;
4. დაწყებულია რუსული სამხედრო პერსონალის მორალური ხრწნა;
5. მსოფლიო გაერთიანდა ანტიპუტინურ კოალიციაში (მადლობა პუტლერს!)
6. კრიზისმა შვა ახალი ლიდერები – ჯონსონი და ზელენსკი.
(ეს პროცესი გრძელდება. შეადარეთ პუტინთან შეხვედრის დროინდელი და ბუნდესტაგში ისტორიული სიტყვით გამოსული შოლცი);
7. კრიზისმა აჩვენა ახალი მსოფლიო წესრიგის აუცილებლობა. როგორი ფაქტობრივი შედეგებიც არ უნდა დადგეს ომის შედეგად, რუსეთმა უკვე წააგო;
8. დასავლეთი იბრუნებს სიმტკიცეს, ნდობას და ქმედუნარიანობას;
9. დღემდე რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისგან განსხვავებით ახალი პაკეტი მოქმედებს და ეკონომიკის გარდა მორალურად ანგრევს რუსულ ისტებლიშმენტს.

P.s. გააგრძელე სია”, – წერს გიგლა აგულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები