ირაკლი ქადაგიშვილი: ისტორიის გადაწერა არ გამოვა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის აგრესიის წინ

“ისტორიის გადაწერა არ გამოვა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის აგრესიის წინ – თავის პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლება ვერასოდეს მოიხსნის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ისევე, როგორც 2008 წელს, ისევე, როგორც 2014 წელს, ისევე, როგორც ამ მოვლენების ამ მძიმე აგრესიის დაწყების წინ საერთაშორისო საზოგადოება, სამწუხაროდ, არ იყო რელევანტური რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განსაზღვრისა და რეაგირების კუთხით. კარგია, რომ დღეს ეს ვითარება ჩვენს პარტნიორებში რადიკალურად იცვლება, რაც მისასალმებელია აგრესიის შეჩერებისთვის. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ისტორიის გადაწერა არ გამოვა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის აგრესიის წინ. ეს იყო გაუთვლელი, პროვოკაციაზე აწყობილი, მილიტარისტული ლოგიკით გაჟღენთილი ქმედებები. ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ ის სატელევიზო მასალა, რომელიც დაგვანახებს იმდროინდელი ნაციონალური ხელისუფლების ურაპატრიოტულ, უგუნურ და პროვოკაციულ ნაბიჯებს, რომელმაც საშუალება მისცა რუსეთს, განეხორციელებინა თავისი ზრახვები და განეხორციელებინა ოკუპაცია. ამ წილ პასუხისმგებლობას ის ხელისუფლება ვერასდროს მოიხსნის, მაგრამ ეს ერთი წამითაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და ეს ზრახვები არ აქვს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები