ირაკლი ღარიბაშვილი: “ოცნების” ხელისუფლების მმართველობის პერიოდი არის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი და გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა სწორედ მიღწეულია იმ პოლიტიკის შედეგად, რომელიც დაიწყო ჩვენმა პარტიის დამფუძნებელმა, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ და აუცილებლად გავაგრძელებთ
“ოცნების” ხელისუფლების მმართველობის პერიოდი არის ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი და ეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა სწორედ მიღწეულია იმ პოლიტიკის შედეგად, რომელიც დაიწყო ჩვენმა პარტიის დამფუძნებელმა, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ და აუცილებლად გავაგრძელებთ, რომლის საბოლოო მიზანი და დიდი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს უნდა იყოს თითოეული ქართველის საზრუნავი.
„ეს არ არის მხოლოდ მთავრობის და ხელისუფლების საზრუნავი. ეს უნდა გახდეს თითოეული მოქალაქის ოცნება და საზრუნავი – როგორ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და როგორ დავაყენოთ ფეხზე. მსმის, რომ ძალიან რთული სიტუაციაა ყველგან, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, ერთიანობა, სიმშვიდე მოსახლეობაში და ემოციების გარეშე, ცივი გონებით, გონივრული, სახელმწიფოებრივად სწორი და ეროვნული ინტერესებით მოქმედება”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.