რატი იონათამიშვილი: ჩვენი გუნდი დღეს მრავალი მიმართულებით მუშაობს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად

“ჩვენი გუნდი დღეს მრავალი მიმართულებით მუშაობს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ეს  არის საგარეო პლატფორმების გამოყენება, ინტენსიური საგარეო კონსულტაციები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “მოამბესთან” საუბრისას განაცხადა,

როგორც მან აღნიშნა, პრემიერის ინიციატივა, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მილიონი ლარი უკრაინელებისთვის გამოიყო, ძალიან მნიშვნელოვანია.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, პრემიერი ინიციატივით,  მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მილიონი ლარი გამოიყო. ჩვენთვის ასევე განსაკუთრებით საყურადღებო იყო საქართველოში მყოფი უკრაინელების მდგომარეობა, რომლებიც ომის გამო სამშობლოში ვეღარ დაბრუნდნენ. მათ ყველა სახის მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ იმისთვის, რომ  იგრძნონ მთელი ჩვენი საზოგადოების სოლიდარობა, ეს არის ის პროცესი, რომლითაც ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ, რომ ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო ინტენსიური და ძლიერი იყოს”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები