ჩხოროწყუში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ჩხოროწყუში ადგილობრივმა მოსახლეობამ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები გააპროტესტა. ისინი მუნიციპალიტეტის მერიასთან შეიკრიბნენ და 9 აპრილის პარკამდე მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რუსეთმა ომი მსოფლიოს გამოუცხადა და ის დამარცხდება.
“ასეთი ერთიანი ჯერ მსოფლიო არ ყოფილა, რუსეთი ყოველთვის იყო მოურჩენელი ავადმყოფობა და მისი ბედი დღეს უნდა გადაწყდეს. რომ არა რუსეთი დღეს სულ სხვა ცხოვრება გვექნებოდა, მან სახე ბოლომდე გამოაჩინა. სამწუხაროდ, ხალხი იღუპება და კიდევ და კიდევ იარაღით მიდის. ამ ყველაფერს, რომ მოვიშორებთ, თავად რუსი ხალხიც უკეთესად იქნება”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კოტე ნაჭყებიამ.