ეპიდვითარება თბილისსა და რეგიონებში – 27 თებერვლის კოვიდსტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 835 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 146 შემთხვევა, აჭარა – 245, იმერეთი – 845, ქვემო ქართლი -190, შიდა ქართლი – 227, გურია – 243, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 327, კახეთი – 442, მცხეთა-მთიანეთი – 82, სამცხე-ჯავახეთი – 61, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 95 522 საიდანაც,
• 4 640 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 162, აჭარაში – 426, იმერეთში – 798.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 455, აჭარაში – 116, იმერეთში – 297. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი, მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 29, იმერეთში – 27.
• 449 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 364 – თბილისში, 0 – აჭარაში.
• 90 433 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 4 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 4, ხოლო აჭარაში – 0.