ზალკალიანი: ქართველი დიპლომატები კიევსა და ოდესაში; თქვენ გვერდით ვარ მსოფლიოსთვის ამ ურთულეს მომენტში
“ქართველი დიპლომატები კიევსა და ოდესაში. თქვენს გვერდით ვარ მსოფლიოსთვის ამ ურთულეს მომენტში!”, – ამის შესახებ დავით ზალკალიანი წერს და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს.
“მადლობა მამაცობისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის!
კიევში ყოფნით თქვენ არა მარტო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს უცხადებთ მხარდაჭერას, არამედ მათ შორის იცავთ თქვენი სამშობლოს – საქართველოს თავისუფლებას”, – წერს ზალკალიანი.