უკრაინელ ქალს, რომელიც გუდაურში დაშავდა, ტურიზმის ადმინისტრაციამ დახმარება აღმოუჩინა და საცხოვრებლით უზრუნველყო

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი ქალბატონი დახმარებას ითხოვდა, მან გუდაურში ფეხი მოიტეხა და სასწრაფოდ სჭირდებოდა თბილისში თავშესაფარი. აღნიშნულს მყისვე გამოეხმაურა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

როგორც “კვირასთან” საუბრისას “ანიტას ფონდის” წარმომადგენელმა, ნათია პაპიძემ აღნიშნა, აღნიშნულის შესახებ მათ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს და  ქალბატონს დაუკავშირდნენ.

“ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ჰქონდა ამ ქალბატონთან კონტაქტი და მე თვითონაც ვარ ხაზზე ადმინისტრაციასთან. მათ მოუძებნეს უკრაინელ ქალს სასტუმრო და მისი გადაყვანა უზრუნველყვეს”, – ამბობს პაპიძე.

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის  გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩება.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები