“ლიბერთი” საქართველოში მყოფ, უკრაინის მოქალაქეებს საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას საკომისიოს გარეშე სთავაზობს
“ლიბერთი ბანკი” საქართველოში მყოფ, უკრაინის მოქალაქეებს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ისინი საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას საკომისიოს გარეშე შეძლებენ.
“მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში მყოფ, უკრაინის მოქალაქეებს და გაცნობებთ, რომ “ლიბერთის” ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით დღეიდან უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას საკომისიოს გარეშე შეძლებს.
ნულოვანი საკომისიოს პირობა 31 მარტამდე უკვე ხელმისაწვდომია:
▪️ Contact
▪️ IntelExpress
▪️ Moneygram
▪️ Ria Money Transfer
▪️ Unistream
▪️ Welsend
▪️ Western Union
საკომისიოს გარეშე გზავნილებით სარგებლობისთვის საკმარისია მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის წარდგენა”, – აღნიშნულია “ლიბერთის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.