უკრაინის საელჩო საქართველოში: პრემიერ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩება, – ამის შესახებ უკრაინის საელჩო საქართველოში ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.

საელჩოს ინფორმაციით, დახმარება უკვე გაეწია უკრაინის 200-მდე მოქალაქეს, უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად კი ტურიზმის ადმინისტრაციაში უფასო ცხელი ხაზია ამოქმედებული.

“პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩებიან.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინელ ტურისტებს კერძო სექტორის მხარდაჭერით სასტუმროში უსასყიდლოდ დარჩენა შესთავაზა. დახმარება უკვე გაეწია უკრაინის 200-მდე მოქალაქეს.

უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი: 0 800 800 909
#StandWithUkraine”,-ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები