საპატრიარქო უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, არაფუჭებადი პროდუქტისა და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვებას იწყებს
საპატრიარქო უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, არაფუჭებადი პროდუქტისა და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვებას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ ინიციატივითა და ორგანიზებით ა.წ. 27 თებერვლიდან, კვირიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, წინამძღვრებთან შეთანხმებით, დაიწყება არაფუჭებადი პროდუქტისა (ბურღულეული, ზეთი, ფქვილი წყალი ა.შ. ) და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით.
ეპარქიებში კი გზავნილის მიტანის ადგილს ადგილობრივი მღვდელმთავარი განსაზღვრავს. მხარდამჭერი „ჩოხოსანთა საზოგადოება“
გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ ღვთის სათნო საქმეში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.