მევლუდ მელაძე: არ ვიცი, რა დოზით არის შესაძლებელი, საქართველომ რუსეთს სანქციები დაუწესოს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს “კვირასთან” საუბრისას საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი, მევლუდ მელაძე ეხმიანება.

მისი შეფასებით, საქართველომ ის უნდა გააკეთოს, რისი შესაძლებლობაც მას აქვს.

“ჩემ გარშემო ძალიან ბევრის და ჩემი აზრია, მათ შორის, ვგულისხმობ საავტომობილო ფედერაციას – უკრაინა არის ჩვენი მეგობარი, ჩვენ უნდა ვიყოთ მათ გვერდით. არ ვიცი, რა დოზით არის შესაძლებელი, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები დაუწესოს – აქვს მას ამის ძალა? მაგრამ რადგან მსოფლიოში ქვეყნები თავისას ცდილობენ, ჩვენც უნდა გავაკეთოთ ის, რის შესაძლებლობაც გვაქვს”, – ამბობს მევლუდ მელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები