ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება იწყება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, ა.წ. 27 თებერვლიდან, კვირიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, წინმაძღვრებთან შეთანხმებით, დაიწყება არაფუჭებადი პროდუქტისა და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით.ეპარქიებში კი გზავნილის მიტანის ადგილს ადგილობრივი მღვდელმთავარი განსაზღვრავს.
გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ ღვთისსათნო საქმეში.
საკონტაქტო ინფორმაცია: +995599743547