“სირცხვილია” – ვიკრიბებით პარლამენტის წინ, 7 საათზე
მოძრაობა “სირცხვილია” პარლამენტის წინ, 7 საათზე, უკრაინის მხარდასაჭერად, მოქალაქეების შეკრებას აანონსებს.
ამის შესახებ ინფორმაცია მოძრაობის “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.
“რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქების აღება ვერ მოახერხეს, თუმცა, სისხლისმღვრელი ომი გრძელდება! ქართველი ხალხის უპრეცედენტო სოლიდარობა შეუმჩნეველი არ დარჩა, ჩვენ მადლობა გადაგვიხადა უკრაინის პრეზიდენტმა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!
ვიკრიბებით პარლამენტის წინ, 7 საათზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
