სი ძინპინი: რუსეთი მზადაა უკრაინასთან მაღალ დონეზე მოლაპარაკებისთვის
ვლადიმირ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
ამავე ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზადაა კიევთან მოლაპარაკებებისთვის.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სატელეფონო საუბრისას, პუტინმა ასევე განაცხადა, რომ აშშ და ნატო დიდი ხანია, უგულებელყოფენ რუსეთის ლეგიტიმურ შეშფოთებას უსაფრთხოების შესახებ, არაერთხელ დაარღვიეს თავიანთი ვალდებულებები და განაგრძეს ალიანსის გაფართოება აღმოსავლეთით.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე რამდენჯერმე მოუწოდა პუტინს მოლაპარაკებების დაწყებისკენ.