არჩილ თალაკვაძე: იმედი მაქვს, საერთაშორისო საზოგადოება შეძლებს ამ ომისა და რუსეთის აგრესიის შეკავებას და უკრაინის მშვიდობიანი მომავალი იქნება გარანტირებული

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს და საქართველო ამ მძიმე მომენტში, უკრაინის მხარესაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

თალაკვაძე ასევე გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას რიგგარეშე პლენარული სხდომის არჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ თემით შოუს დგამს.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს და საქართველო ამ მძიმე მომენტში, უკრაინის მხარესაა. იმედი მაქვს, საერთაშორისო საზოგადოება შეძლებს ამ ომისა და რუსეთის აგრესიის შეკავებას, მოხდება დეესკალაცია და უკრაინის მშვიდობიანი მომავალი იქნება გარანტირებული.
მაშინ, როდესაც უკრაინაში ომია, რეგიონში უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები არსებობს, საერთაშორისო ლიდერები ფიქრობენ, თუ როგორ უპასუხონ ამ გამოწვევას, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაკავებული ერთადერთი რამით, რომ ქვეყანაში როგორმე მოძებნონ დესტაბილიზაციის საბაბი, ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას და ის, რაც ბევრჯერ წააგეს დემოკრატიულ არჩევნებში, როგორმე, სხვა გზით მიიღონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები