“სწავლებაზე ვიყავით ყირიმში, არ ვიცოდით, სად მივფრინავდით” – რას ყვებიან ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროები

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეს, ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროების დაკითხვის კადრებს ავრცელებს. ირკვევა, რომ ორი დაკავებული რუსეთის საჰაერო ძალებში, ანექსირებულ ყირიმში მსახურობდა.
სამხედროების თქმით, ყირიმში სწავლებაზე იმყოფებოდნენ. კითხვაზე, იცოდით თუ არა, სად მიფრინავდით, ჯარისკაცები ამბობენ: “არა. მაშინაც კი, როდესაც ყირიმს გავცდით, არ ვიცოდით, რომ სიღრმეში შევედით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები