“კიევში უკიდურესად მძიმე ვითარებაა, კიევის დაბომბვა ტერორიზმია” – ანჯეი დუდა
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც დუდამ საუბრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, კიევის დაბომბვა პირდაპირი ტერორიზმია.
“ახლახან ველაპარაკე ვოლოდიმერ ზელენსკის. კიევში სიტუაცია უკიდურესია. ხალხი იღუპება. ეს აშკარა ტერორის აქტია ხალხის გატეხის მიზნით, მაგრამ დედაქალაქის დასაცავად უზარმაზარი სიმტკიცეა“, – წერს დუდა.