უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება – Anonymous რუსეთის ხელისუფლებასთან კიბერ ომში ჩაერთო
უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება – Anonymous რუსეთის ხელისუფლებასთან კიბერ ომში ჩაერთო. მათ რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის Russia Today-ის (RT) ვებგვერდი გათიშეს. “Anonymous ოფიციალურად კიბერ ომში ჩაერთო რუსეთის მთავრობასთან”, – წერია მათ “ტვიტერ”-ის გვერდზე.
ცნობისთვის, Anonymous საერთაშორისო ჰაკერული დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს წარმოიშვა და აერთიანებს აქტივისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. დაჯგუფება ცნობილი გახდა სამთავრობო, რელიგიურ და მსხვილ კორპორატიულ საიტებზე თავდასხმის შემდეგ.