კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ბროვარში მდებარე სამხედრო ბაზაზე რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. სამხედრო იერიშისას დაიჭრა 17 ადამიანი.
ქალაქის მერის, იგორ საპოჟკოს განცხადებით, თავდასხმა უკრაინის დროით 14:30 საათზე მოხდა.
დაიბომბა უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმის ბაზა.