რადიაციის საფრთხე – რუსები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე გადავიდნენ

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო რუსების მიერ ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის ზონაში შეჭრის შესახებ იტყობინება.

„ოკუპანტები ბელორუსის ტერიტორიიდან გადავიდნენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. ეროვნული გვარდია ბრძოლაშია ჩართული. დამპყრობლების არტილერიის დარტყმისას რადიოაქტიური ბირთვული მტვერი შეიძლება, გაიფანტოს უკრაინის, ბელორუსის და ევროკავშირის ტერიტორიაზე“, – წერს გერაშჩენკო სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები