“აიძულეს დონბასში წასვლა” – რუსი წვევამდელების დედები შვილებს ვერ უკავშირდებიან

რუსეთის “ჯარისკაცთა დედების კომიტეტში” აცხადებენ, რომ მათი შვილები უკრაინის საზღვართან ძალით წაიყვანეს, აიძულეს – კონტრაქტებისთვის ხელი მოეწერათ, ზოგ შემთხვევაში კი, დოკუმენტს მათ მაგივრად აწერდნენ ხელს.

როგორც “რადიო თავისუფლების” რუსულ რედაქციას ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ოლგა ლარკინამ განუცხადა, კვირის დასაწყისიდან კომიტეტმა მიიღო ათობით ზარი დედებისგან, რომლებიც ჩიოდნენ, რომ მათი წვევამდელი ვაჟები სასწრაფოდ გაგზავნეს უკრაინის საზღვარზე, გადასცეს ჯავშანჟილეტები და იარაღი.

რუსი ჯარისკაცების დედები ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, შვილებთან სატელეფონო კავშირი გაწყდა.

ლარკინას თქმით, ახალგაზრდები აიძულეს, ხელი მოეწერათ კონტრაქტებზე და ვინც ამაზე უარს ამბობდა, სამხედრო ბილეთებს ართმევდნენ ან მათ მაგივრად აფორმებდნენ ხელშეკრულებებს.

საზღვარზე გაგზავნილთა შორის ის წვევამდელებიც არიან, რომლებიც მხოლოდ 2021 წლის დეკემბერში გაიწვიეს და რომლებსაც ჯერ არ აქვთ გავლილი საჭირო მომზადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები