რუსეთის შეჭრის შედეგად დღეს, სულ მცირე, 40 უკრაინელი დაიღუპა

დონბასში რუსეთის შეჭრას ფაქტიდან რამდენიმე საათში, სულ მცირე, 40 უკრაინელი სამხედრო შეეწირა, რამდენიმე ათეული დაშავებულია.

შესაბამის ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს.

მან განმარტა, რომ რუსული ჯარების პირველი შეტევა ჩაიშალა.

“რუსეთის ფედერაცია ელოდა, რომ გაცილებით მეტი დანაკარგი იქნებოდა. თუმცა, უკრაინის რესურსებს, საბრძოლო მასალას ან თავდაცვის შესაძლებლობებს სერიოზული დარტყმა ვერ მიაყენეს.

“დადასტურებულია რამდენიმე ათეული უკრაინელი სამხედროს დაღუპვა. ეს ძირითადად გამოწვეულია საჰაერო და სარაკეტო დარტყმებით”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები