უკრაინის გენშტაბი: სრული კონტროლი დავიბრუნეთ მარიუპოლზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონის ქალაქ მარიუპოლზე კონტროლი სრულად აღადგინეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, განადგურდა სულ მცირე ექვსი თვითმფრინავი, ორი შვეულმფრენი და მტრის ათობით ჯავშანმანქანა.

“ჩვენი მებრძოლების ძალისხმევით, სრული კონტროლი დავამყარეთ მარიუპოლზე. გავანადგურეთ მტრის 6 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და ათობით ჯავშანტექნიკა. რთული ვითარებაა ხერსონსის ოლქში, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები აგრესორს უკუაგდებენ”, – აცხადებენ გენშტაბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები