ნიკა მელია: უკრაინის გმირი ხალხი ვერაგ და სასტიკ შეტევას იგერიებს – პუტინი დამარცხდება ამ ომში და მას მიჰყვება ყველა სამარცხვინო მარიონეტი
უკრაინის გმირი ხალხი ვერაგ და სასტიკ შეტევას იგერიებს! ჩვენი გულები და ფიქრი დღეს მათთანაა! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს.
“ყველას გვესმის, რომ ეს ბოროტებასა და თავისუფლებას შორის ომია, რომელიც მთელ ჩვენ კონტინენტს და მთელ მსოფლიოს ეხება! დღეს ყველა ვართ უკრაინელები და მათი ლურჯ- ყვითელი დროშა ჩვენი დროშაცაა! ბევრი ქართველი მებრძოლი დღეს წინა ხაზზეა! დიდება მათ და უკრაინელ მებრძოლებს! პუტინი დამარცხდება ამ ომში და მას მიჰყვება ყველა სამარცხვინო მარიონეტი! თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს!”, – წერს ნიკა მელია.