ბიბილოვი: მზად უნდა ვიყოთ საქართველოს მხრიდან პროვოკაციებზე რეაგირებისთვის

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალური ოპერაცია დაიწყო დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

„ამასთან დაკავშირებით ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა აღნიშნა, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა, ამ პროცესში იყვნენ ჩათრეული, ანუ გარეშე ძალები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გარეშე ძალებს მიეკუთვნება საქართველოც. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ასევე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების შესასრულებლად და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქმნება ოპერატიულ შტაბი, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ”, – თქვა ბიბილოვმა.

ბიბილოვის თქმით, ე.წ. თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყველა ქვედანაყოფი და პირადი შემადგენლობა ყაზარმულ მდგომარეობაშია და მზად არიან „რესპუბლიკის ხელმძღვანელობის“ ბრძანებების შესასრულებლად“. ამასთან, ბიბილოვმა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს დაავალა კონტრდაზვერვითი აქტივობების მობილიზება და უზრუნველყოს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილებასთან ერთად „საზღვრის და საქართველოსთან მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგი“. ამასთან, იყოს სრულ მზადყოფნაში „საქართველოს მხრიდან ყველა შესაძლო პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები