შალვა პაპუაშვილი: ომის შეჩერების ერთადერთი ინსტრუმენტი საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი უნარებია
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ინიციატივას, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით პარლამენტში საგანგებო სხდომა დაინიშნოს, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
„არ მგონია, საგანგებო სხდომის საჭიროება იყოს. საკითხის პარლამენტში განხილვის დიდ აუცილებლობას, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ. ვაპირებ, შევხვდე უკრაინის ელჩს და მისგან მივიღო ინფორმაცია. სამწუხაროდ, ომის თავიდან აცილება ვერ მოხდა. ახლა მთავარია ომის შეჩერება. ამის ერთადერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი ღონისძიებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.