ირაკლი ზარქუა: მხარს ვუჭერთ უკრაინას – მსოფლიომ იგივე შეცდომები არ უნდა დაუშვას, რაც 2008 წელს

“მხარს ვუჭერთ უკრაინას, მოვუწოდებთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, გავერთიანდეთ უკრაინისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიომ იგივე შეცდომები არ უნდა დაუშვას, რაც 2008 წელს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მოვუწოდებთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, გავერთიანდეთ უკრაინისთვის, მსოფლიომ იგივე შეცდომები არ უნდა დაუშვას, რაც 2008 წელს, როცა ოკუპანტს გაუვიდა.

აქედან გამომდინარე, მგონია, რომ სანქციები უნდა იყოს ადეკვატური, სწრაფი და საკმაოდ მტკივნეული რუსეთისთვის, ეს არის სწორი და ადეკვატური, ხოლო თუ ზედაპირული სანქციებით შემოვიფარგლეთ, ოკუპანტი უფრო გაძლიერდება და ხვალ, ზეგ უარესს ჩაიდენს. დღეს უკრაინა არის განსაცდელში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, მსოფლიოს, რომ გავერთიანდეთ უკრაინას დასაცავად”, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები