საქართველოს საგარეო უწყება: რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე – გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, განცადებას ავრცელებს.

„ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისთვის და ძალადობის შესაჩერებლად“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები