მიხეილ სააკაშვილი: ახლა მაინც ხომ დარწმუნდა ყველა, რომ 2008 წელს აგრესორს არ სჭირდებოდა შემოჭრისთვის არანაირი საბაბი – ომს თავიდან ვერ ავიცილებდით
“ახლა მაინც ხომ დარწმუნდა უკანასკნელი ადამიანი, მე 2008 წელს, სულ რომ თითი არ გამენძრია, მსოფლიოსთვის არ შემეტყობინებინა, სულ რომ ერთი ტყვია არ გამესროლა, აგრესორს არ სჭირდებოდა შემოჭრისთვის არანაირი საბაბი”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში ომის დაწყებით რუსეთის მიზანი იმპერიის აღდგენაა.
„მე მინდა, მოგმართოთ სიტყვით, რომლითაც ჯერ არასდროს მომიმართავს. პუტინმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამ ომის მიზანია უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება, საქართველოს შემოერთება და რუსეთის იმპერიის აღდგენა. ეს არის უდიდესი საკითხი.
ახლა მაინც ხომ დარწმუნდა უკანასკნელი ადამიანი, ვინც არსებობს, რაც არ უნდა მექნა მე 2008 წელს, სულ რომ თითი არ გამენძრია, მსოფლიოსთვის არ შემეტყობინებინა, სულ რომ ერთი ტყვია არ გამესროლა, აგრესორს არ სჭირდებოდა შემოჭრისთვის არანაირი საბაბი. ზელენსკიმ ბოლომდე ყველაფერი გააკეთა, რომ არ ეპასუხა რუსული პროვოკაციებისთვის, არ უშველა. როდესაც მოდის დათვი შესაჭმელად, რამდენი „ბაბაია“ არ უნდა უძახო, არ შველის. ამიტომ ამ ომს თავიდან ვერ ავიცილებდით და ჩვენზე გამოსცადეს ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.