ირაკლი ღარიბაშვილი: წარმოიდგინეთ, აღიარებამდე ზელენსკის რომ დაეწყო აქტიური სამხედრო მოქმედებები, იქნებოდა თუ არა შეცდომა?! რა თქმა უნდა, იქნებოდა

მიუნხენში კოლეგებისგან მოვისმინე,რომ ზელენსკის, როგორც პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცივი გონებით მოქმედება და თავშეკავება, წარმოიდგინეთ, აღიარებამდე ზელენსკის რომ დაეწყო აქტიური სამხედრო მოქმედებები, იქნებოდა თუ არა შეცდომა?! რა თქმა უნდა, იქნებოდა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთის ხელისუფლება მთელ მსოფლიოს ახალი დოქტრინით წარუდგა და განაცხადა, რომ თუ არ იქნება რუსეთი, დაე არ იყოს მსოფლიო, ამ ყველაფერს ემოციების გარეშე, კარგი ანალიზი სჭირდება, ზედმეტი ხმაური და გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო პოპულისტობა კი დამღუპველია.

“წარმოიდგინეთ, რომ აღიარებამდე ზელენსკის დაეწყო აქტიური სამხედრო მოქმედებები, იქნებოდა თუ არა შეცდომა?! რა თქმა უნდა, იქნებოდა.

მიუნხენში გვქონდა საუბარი ბევრ კოლეგასთან და მოვისმინე, რომ ამ სიტუაციაში ზელენსკის, როგორც პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცივი გონებით მოქმედება და თავშეკავება. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება მთელ მსოფლიოს ახალი დოქტრინით წარუდგა. მოგეხსენებათ, რომ რუსეთი ყველაზე დიდი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოა, ნომერ პირველი ბირთვული სახელმწიფო, რომელმაც განაცხადა, რომ თუ არ იქნება რუსეთი, დაე არ იყოს მსოფლიო. წარმოიდგინეთ, რომ მათთვის ლიმიტი აღარ არსებობს, შესაბამისად, ეს დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის და ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, არამედ მთელი რეგიონისა და მსოფლიოსთვის. ამიტომ, ამას ნუ დავივიწყებთ, ყველას მინდა შევახსენო, რომ ამ ყველაფერს ყოველგვარი ემოციების გარეშე კარგი გაანალიზება სჭირდება. ზედმეტი ხმაური და გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო პოპულისტობა დამღუპველია”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები