ირაკლი ღარიბაშვილი: წინა ხელისუფლების დროს პენსიონერებისთვის სესხის პროცენტი იყო 80-100%, ახლა 26%-მდე ჩამოვა

არ ვიცი, ვინ რაზე საუბრობდა ჩემამდე, როდესაც მე მოვედი, დავინახე პრობლემა, დავპირდი და გავაკეთე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპენსიო სესხის პროცენტებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ეს პრობლემა მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა, თუმცა ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ მანამდეც ბევრი რამ გაკეთდა.

„წინა ხელისუფლების დროს სესხის პროცენტი პენსიონერებისთვის იყო 80-100% და ა.შ. საშინელება იყო, ჩვენ ეს დავწიეთ ეტაპობრივად და ჩამოვიდა 36%-ზე, ახლა უკვე ჩამოსულია 31%-ზე, ახლა მოვილაპარაკეთ, რომ 26%-მდე ჩამოვა სესხის საპროცენტო განაკვეთი და ეს რა თქმა უნდა, პენსიონერებისთვის იქნება ერთგვარი შვება, კარგი დახმარება”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები