ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის მინისტრობის დროიდან მაქსიმალურად ვაძლიერებ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას

ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობის დროიდან, მაქსიმალურად ვაძლიერებ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, იქნება ეს შეიარაღების განახლება, თანამედროვე იარაღების შესყიდვა, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენა, განახლება თუ უამრავი სხვა მიმართულება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იწყება დრონების წარმოება და სხვა უამრავი მიმართულება ძალიან აქტიურ ფაზაშია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველას კარგად ახსოვს 2008 წელს დაშვებული შეცდომა და მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნის გამთლიანება უნდა იყოს.

“ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობის დროიდან, მაქსიმალურად ვაძლიერებ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. იქნება ეს შეიარაღების განახლება, თანამედროვე იარაღების შესყიდვა, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენა, განახლება-უამრავი სხვა მიმართულება. ეხლა ჩვენ დრონების წარმოებას ვიწყებთ და სხვა უამრავი მიმართულება ძალიან აქტიურ ფაზაშია. ჩვენი ამოცანა, მთავარი ოცნება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. სამწუხაროდ, ის რაც იქნა დაშვებული და თავიდან ვერ აცილებული, 2008 წლის ომს ვგულისხმობ, ეს შეცდომა და ტრაგედია, ბუნებრივია კარგად გვახსოვს”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ომის საფრთხეზე საუბარი და ანალიზის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ომი თავიდან უნდა იქნას აცილებული და ეს მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააკეთოს.

“სამხედრო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ თუ ჩვენ ვადარებთ უკრაინის და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს, ძალიან დიდი კონტრასტია. ისევ ვიმეორებ, რომ ჩვენ ომზე არ უნდა ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, ომის საფრთხეზე შეიძლება ვისაუბროთ და ამის ანალიზი გავაკეთოთ, მაგრამ ომი თავიდან უნდა იქნას აცილებული. ეს უნდა გააკეთოს მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ. ამ პროცესში ჩვენ თუ რაიმე წვლილს შევიტანთ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები