ირაკლი ღარიბაშვილი: დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირეთ ელექტროენერგია, გასულ წელს გავაორმაგე ყველანაირი დახმარებების პაკეტი, გაიზარდა პენსიები

ელექტროენერგიის გაზრდილი ფასების სუბსიდირება გადავწყვიტეთ და გავაკეთეთ კიდევაც და დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირეთ ელექტროენერგია ამ ვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა უამრავი პროგრამა, რომელიც დაიწყო, აქტიურად ხორციელდება.

„აქვე შევახსენებ მოსახლეობას, რომ გასულ წელს გავაორმაგე ყველანაირი დახმარებების პაკეტი, გაიზარდა პენსიები. თუ პენსია ჩვენ მაგალითად 2012 წელს დაგვხვდა 100 ლარი, დღეს არაის 270-300 ლარი. თუ შშმ პირებისთვის სოციალური დახმარების პაკეტები იყო დაახლოებით 70-80-100 ლარი, ახლა 270-300 ლარია და ყველა მიმართულებით გვაქვს გაორმაგება და თითქმის გასამმაგება. ბავშვებთან მიმართებაშიც გავზარდეთ დახმარებები. მანამდე იყო თითქმის 25-ლარიანი დახმარებები, ახლა 100 ლარია თითო ბავშვზე”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები