ირაკლი ღარიბაშვილი: საკადრო ცვლილებების მიზეზი და მიზანი არის ის, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება, მეტი შედეგი, უფრო მეტი ეფექტურობა მინდა, – მინდა მეტი საქმე და ის ტემპი, რომელიც მე მაქვს, იყოს შესაბამისობაში

საკადრო ცვლილებების მიზეზი და მიზანი არის შემდეგი, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება, კიდევ უფო მეტი შედეგი მინდა, უფრო მეტი ეფექტურობა, მეტი საქმე და ის ხედვები და ის ტემპი, რომელიც მე მაქვს, იყოს შესაბამისობაში და მთავრობის წევრებიც გამომყვნენ ამ პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის შემადგენლობაში გადაადგილება არის ბუნებრივი პროცესი.

„მთავრობის შემადგენლობაში გადაადგილება, მინისტრების შეცვლა არის ბუნებრივი პროცესი. აქ ახალი არაფერი მომხდარა, არც სკანდალურია აქ არაფერი. ეს არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესი, რომლიც ნებისმიერ ნორმალურ განვითარებულ ქეყანაში ხდება. მიზეზი და მიზანი არის შემდეგი, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება, კიდევ უფო მეტი შედეგი მინდა, უფრო მეტი ეფექტურობა, მეტი საქმე და ის ხედვები და ის ტემპი, რომელიც მე მაქვს, იყოს შესაბამისობაში და სხვა მთავრობის წევრებიც გამომყვნენ ამ პოლიტიკაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები