ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების და დიპლომატიის გზით, იმიტომ რომ ჩვენ, ქართველებმა ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით

ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით. მხოლოდ დიპლომატიის, მხოლოდ მოლაპარაკების გზით, იმიტომ რომ ჩვენ ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით, ქართველებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა უკრაინელ ხალხს სიმტკიცე და მშვიდობა უსურვა.

„მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ უჩვეულო გარემო იყო მიუნხენის კონფერენციაზე. ჯერ ერთი, წარმომადგენლობა იყო საკმაოდ შეზღუდული, შემცირებული, ძალიან ნაკლები ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა, სამწუხაროდ და ჩემდა გასაკვირად მიუნხენში და ძალიან დაბნეულობა იგრძნობოდა ამ მიმართულებითაც, თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვუსურვებთ სიმტკიცეს, მშვიდობას. უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი საკმაოდ თავშეკავებული არის ამ სიტუაციაში, მიუხედავად იმ დიდი გამოწვევისა, რომელიც მისი ქვეყნის და მისი ხალხის წინაშე დგას და ჯერჯერობით იგი ძალიან მტკიცე თავშეკავებას იჩენს. ჩემთვის საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ რიგმა ევროპის ქვეყნებმა უარიც კი განაცხადეს და უკრაინას არ მიაწოდეს იარაღი, ეს ზოგიერთმა ქვეყანამ თავისებურად ახსნა, მოგეხსენებათ, რომ ამერიკა იყო ყველაზე დიდი დონორი ამ მიმართულებით და ყველაზე მეტი კონტრიბუცია მათ შეიტანეს იარაღის მიწოდების ნაწილში, კიდევ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ზოგადად მე მინდა ვთქვა, რომ იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით. მხოლოდ დიპლომატიის, მხოლოდ მოლაპარაკების გზით, იმიტომ რომ ჩვენ ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით, ქართველებმა,”- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები