სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით სენაკში, ფოთსა და ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 170-მდე ბავშვს საჩუქრები გადაეცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მტავრობის ინფორმაციით, მოზარდებს საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა გადასცეს.

ღონისძიება „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის“ (IHRC) მხარდაჭერით განხორციელდა. აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით მსგავსი ღონისძიებები საქართველოს რეგიონებში მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები