ვლადიმერ ზელენსკი: გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, მკაფიო, კონკრეტული და ახლა

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის, რუსეთის მხრიდან. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ ჩვენ მკაფიოდ გვესმის, რომ უკრაინა დღეისთვის უსაფრთხოების არც ერთ ალიანსში არ არის. ჩვენ თავს თავადვე ვიცავთ ჩვენი პარტნიორების დახმარებით. თუმცა, იღუპებიან სწორედ უკრაინელები, ამიტომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, მკაფიო, კონკრეტული და უკვე ახლა, ვინაიდან გვსურს ვიცოდეთ, რომ შევძლებთ დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი სახლები, და არა მხოლოდ თავად. ძალიან მნიშვნელოვანია იყოს სხვა პარტნიორების მხარდაჭერა.

მე ბევრჯერ შევთავაზე რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა და საუბარი, რადგან ეს არის დიალოგის საკითხი და არა პირობების“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები