ზურაბ ქადაგიძე: რაგბის მატჩი შეიძლება, გამოიყენონ იმისთვის, რომ რამენაირად უკრაინიდან ძალის ცენტრმა საქართველოში გადმოიწიოს

საუბარი არ არის გულშემატკივრობაზე, სოლიდარობასა და უკრაინის დროში გაშლაზე. თუნდაც მთელი სტადიონი გუგუნებდეს „დიდება უკრაინას და დიდება საქართველოს“, ყველა ეთანხმება ამას. ყველა ჭკუათმყოფელი ადამიანი სოლიდარულია ახლა უკრაინის მიმართ. ამაზე არავინ არ დავობს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზურაბ ქადაგიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„აქ საუბარია ამ აქტების შეფუთვის შემდეგ, ამის მიღმა რა იქნება. არაერთხელ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ სხვა რამ იყო დაგეგმილი, მაგრამ შემდეგ პროცესები სხვანაირად წაიყვანეს. რაგბის მატჩი შეიძლება საშუალებად იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ რამენაირად უკრაინიდან ძალის ცენტრმა გადმოიწიოს საქართველოში“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა შეხვედრა 27 თებერვალს, 18:00 საათზე თბილისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები