მამუკა ხაზარაძე: დღეს საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება
“დღეს საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება, აბსოლუტურად ერთნაირ სიტუაციაში ვართ”, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო უნდა იდგეს იქ, სადაც ცივილიზებული სამყარო დღეს დგას.
„ჩვენი პოზიცია არის მყარი, ჩვენ უნდა ვიდგეთ უკრაინელი ხალხის გვერდით და უნდა გავიზიაროთ იმ თავისუფალი სამყაროს პოზიცია რუსეთის მიმართ, რომელსაც ყველა დემოკრატიული სახელმწიფო აანონსებს. აქ დამალვა ღალატის ტოლფასი და შიშის გამოვლინებაა. აქ დამალვა ბოლომდე დაგვაკარგვინებს თავისუფლებას, რომლის დაკარგვისკენ უკვე წლებია, „ქართულ ოცნებას“ მივყავართ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დღეს ცივილიზებული სამყარო დგას, დავიჭიროთ ის პოზიცია, რომელიც არის სწორი. ისტორიის სწორ მხარეს უნდა ვიდგეთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.