დეკანოზი შალვა კეკელია: ბატონო პრემიერო, უდიდესი მადლობა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონის გამო, უამრავი ადამიანი თავს იკლავს, უმძიმეს მდგომარეობაშია და ეს კანონი ძალიან დაგვეხმარება

“ბატონო პრემიერო, მინდოდა, მადლობა გადამეხადა თქვენთვის პირადად, უდიდესი მადლობა, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ამ კანონის გამო”, – ამის შესახებ დეკანოზმა, შალვა კეკელიამ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა.

ქადაგებისას მან კანონის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ყველას პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, როგორი მაგალითი ვიქნებით ჩვენი შთამომავლობისათვის და ღმერთმა მადლი და წყალობა არ მოგაკლოთ. ბატონო პრემიერო, მინდოდა, მადლობა გადამეხადა თქვენთვის პირადად, უდიდესი მადლობა, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ამ კანონის გამო. დიდი ხანია ჩვენ, ბევრ სასულიერო პირს, ძალიან დიდი პრობლემა გვქონდა ამ აზარტულ თამაშთან დაკავშირებით, უამრავი ადამიანი თავს იკლავს, უმძიმეს მდგომარეობაშია და ეს კანონი ძალიან დაგვეხმარება, ძალიან დიდი მადლობა ამ ინიციატივისთვის მთელ მთავრობას, ყველას ერთად მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. იმდენი ოჯახი იღუპება, იმდენი ადამიანი ნადგურდება ამ ყველაფრით, ნარკომანიით, ლოთობით და ამ ახალგაზრდებს, ამ იუნკერებს თავი იმიტომ არ გაუწირავთ, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა იყოს ლოთობაში, ნარკომანიაში და ამ საშინელ სენში. დიდი მადლობა და თუ ეს კანონი კიდევ უფრო მეტად გავრცელდება და კიდევ უფრო მეტს მოიცავს, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ერი ძალიან იღუპება და როგორც მოძღვარი, სასულიერო პირი, რომელიც ახალგაზრდობასთან ძალიან ახლო კონტაქტში და შეხებაში ვარ და ძალიან დიდი მრევლი მყავს ახალგაზრდობისა, უდიდესი პრობლემა დგას ჩვენს ქვეყანაში და მადლობა ამ ინიციატივისთვის და მინდა, რომ მთავრობას მადლობა გადაგიხადოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღვთის წყალობა და სიკეთე ღმერთმა არ მოგაკლოთ“, – აღნიშნა დეკანოზმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები