რა სირთულეებს აწყდებიან მცირე და საშუალო ბიზნესები მარაგების აღრიცხვისას?
თუ გსურთ, თქვენმა ბიზნესმა ფეხი ბაზარზე მყარად მოიკიდოს, იმუშაოს გამართულად, შეფერხებების გარეშე, უპირველესად მარაგების მართვისა და აღრიცხვის საკითხი უნდა მოგვარდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გექნებათ მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია, დაუზუსტებელი რაოდენობის, ან არასწორად აღრიცხული პროდუქტი საწყობში, რომელსაც შესაძლოა ვადა ისე გაუვიდეს, რომ მისი რეალიზაცია ვერც მოასწროთ. ეს კი დიდი დანაკლისია ნებისმიერი ტიპის მაღაზიისთვის.
მარაგების აღრიცხვას და მართვას ცალკე კადრები სჭირდება, რომელნიც საქმეს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან, თორემ ერთი უნებლიე შეცდომა და მთელი მონაცემები თავდაყირა დადგება.
მსგავსი უზუსტობები დარტყმას აყენებს ბიზნესს და ხელს უშლის წარმატებისკენ სვლაში. ამიტომ ჯობს, ასეთი საკვანძო საკითხები ციფრულ პროგრამას OPTIMO მიანდოთ, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ შეცდომას და საქმეს ბევრად უფრო გაუმარტივებს როგორც ბიზნესის მესაკუთრეს, ასევე მომუშავე პერსონალს.
როგორ ეხმარება Optimo ბიზნესებს მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის გაუმჯობესებაში?
თანამედროვე მაღაზიის პროგრამა, ასე მოიხსენიებენ ოპტიმოს, რომელიც სხვა მნიშვნელოვან ოპერაციებთან ერთად, მართავს და აღრიცხავს მარაგებს. გაწვდით ინფორმაციას საწყობსა და დახლებზე დარჩენილი პროდუქციის ვადებისა და ვარგისიანობის შესახებ, რითაც საზღვრავთ, რომელია სწრაფად გასაყიდი პროდუქტები.
ოპტიმო მუდმივად იძლევა განახლებულ ინფორმაციას შემოსავლებისა და მოგების, გაყიდვებისა და შესყიდვების შესახებ. ეს ინფორმაცია თავისთავად ხელმისაწვდომია სტატისტიკის სახით ბიზნესის მესაკუთრისთვის.
ოპტიმო აკონტროლებს გაყიდვებს და მისი საშუალებით მარტივად ამოსაცნობია ყველაზე მოთხოვნადი, ე.წ. ბესტსელერი პროდუქტები. შესაბამისად, შესყიდვებსაც ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახორციელებს ბიზნესი. უპირველესად შეისყიდის და საწყობში შესაბამის ადგილს დაუთმოს ყველაზე გაყიდვად პროდუქციას და შემდეგ იზრუნებს იმ სხვა დანარჩენზე, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის არ არის იმ მომენტისთვის.
პროგრამა დაკავშირებულია Rs.ge-თან, რაც ამარტივებს ზედნადებების ატვირთვისა და დადასტურების პროცესს. ოპტიმოს პროგრამა ნებისმიერი კატეგორიის მაღაზიისთვის გამოიყენება და მისი დაკავშირება შეიძლება სასწორთან, სალარო აპარატთან და ბანკის პოს ტერმინალთან.
ოპტიმოს მოქნილობის და მრავალფუნქციურობის გამო, ხშირად ფიქრობენ, რომ მისი დაყენება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რეალურად კი საქმე სხვაგვარადაა. ოპტიმოს მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და სწორედ ამიტომ, ორი კვირის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას უფასოდ დატესტოს პროგრამა, მოარგოს ბიზნესს და შემდეგ დაიწყოს თანამშრომლობა.
ოპტიმოს გუნდის წევრები მუდმივად მზად არიან დაეხმარონ პარტნიორებს წარმოშობილი პრობლემის მოგვარებაში, მანამდე რასაკვირველია, უტარებენ ტრენინგებს, რათა მარტივად შეძლონ პროგრამის გამოყენება.