ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი ახალი მიმართულებით იწყებს ოპერირებას

თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი ფრენების განხორციელებას ახალი მიმართულებით იწყებს. კერძოდ, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რეგულარული რეისები იზმირი – თბილისი – იზმირის საჰაერო ხაზზე შესრულდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები იზმირსა და თბილისს შორის 4 მაისიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 2022 წლის 22 თებერვალს მიენიჭა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები