გიორგი ცაგარეიშვილი: ბინძური ხელის ფათური ქართულ სპორტში არ შეშვენის არც ამ ქვეყანას და, პირველ ყოვლისა, არც რაგბის

ბინძური ხელის ფათური ქართულ სპორტში არ შეშვენის არც ამ ქვეყანას და, პირველ ყოვლისა, არც რაგბის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საქართველო-რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის მატჩზე პროვოკაციას გეგმავს, გამოეხმაურა.

„დარწმუნებული ვარ, ასეთი პროვოკატორები ჩრდილს ვერ მიაყენებენ ამ სპორტულ შეჯიბრს. ამ პოლიტიკოსებს თავის გამოჩენის საშუალება მრავალჯერ ჰქონდათ, მათ შორის, რუსეთთან დაპირისპირების ჟამს და ყველგან და ყოველთვის ეს ადამიანები ბრძოლის ველიდან კუდამოძუებული გაქცეულები მახსოვს, როცა მიატოვეს თავიანთი სამშობლო და თანამებრძოლები. ბინძური ხელის ფათური ქართულ სპორტში არ შეშვენის არც ამ ქვეყანას და პირველ რიგში არც რაგბის. რაც არ უნდა ინტრიგები იყოს გარეთ, ყველაფერი მინდორზე გადაწყდება“, – აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები